

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში ხვალ, 29 დეკემბერს, საქველმოქმედო აქცია გაიმართება.
საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობით, მაყურებელი თოჯინურ სპექტაკლს „ჩხიკვთა ქორწილი“ ნახავს. გარდა ამისა, მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.
საქველმოქმედო ღონისძებაზე შესული თანხით სოფელში მცხოვრებ მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
აქტივობა 12:00 საათზე დაიწყება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება