

გორში მოქმედ აფთიაქებში პირბადეების შეძენას ვერ შეძლებთ, ეს ეხება როგორც ქსელურ, ისე - კერძო აფთიაქებს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომწოდებლებთან შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს მარაგის შევსება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სააფთიაქო ქსელებში პირბადეების დეფიციტი შეიქმნა, ამავდროულად მნიშვნელოვნად მოიმატა სამედიცინო ნიღბის ფასმაც და აფთიაქების ნაწილში 1 ლარსაც კი მიაღწია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება