

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობით, ღონისძიებაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. შესული თანხით კი შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათით დაეხმარნენ.
„კარბის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია შედგა. მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები გამოიტანეს გასაყიდად და მშობლების დახმარებით მიზანს მიაღწიეს - რამდენიმე გაჭირვებულმა ოჯახმა საახალწლო ნობათი მიიღო“, - აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქველმოქმედო აქტივობა კარბის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით ჩატარდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება