

ე.წ. მესაზღვრეებმა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ აძვის განაპირას, 1949 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ტარიელ ვათიაშვილი GMnews-თან საუბრისას აცხადებს, რომ ტარიელ გუნდიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკვე მესამედ დააკავეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გუნდიშვილი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი. მერის წარმომადგენლის თქმით, მომხდარ ფაქტზე ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება