

ჭაბუკთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში, გორელმა სპორტსმენებმა სამი - ოქროს, ერთი - ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გორელთაგან ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ლუკა დათაშვილმა (60 კგ.), გიორგი ზურაბაშვილმა (81 კგ.) და იოანე აბალაკმა (+ 90 კგ.) მოიპოვეს.
ვერცხლის მედალს ნოდარ კობალაძე (+90 კგ.) დაეუფლა, მალხაზ შატაკიშვილი (90 კგ.) კი ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
მედალოსანი სპორტსმენებიდან იოანე აბალაკი ძიუდოს კლუბ „გორიჯვრის“ წარმომადგენელია. დანარჩენები კი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის ძიუდოისტები არიან.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება