

განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორელ ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.
გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიება USAID -ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში ჩატარდა და პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების ხელმძღვანელს ნინო ბერიანიძეს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორს ნანა ტერმაკოზაშვილს უმასპინძლეს. სტუმრებმა ქვეყნის წინსვლის პროცესში განათლების როლზე ისაუბრეს, ასევე, მოქალაქეების პიროვნულ განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.
პროექტი USAID -ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება