

გორის მუნიციპალიტეტის 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს და ვერცხლის მედლები გადაეცათ.
რესურსცენტრის დირექტორის ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ღონისძიებაზე 339 წარმატებული სკოლადამთავრებული დააჯილდოვეს, მათ შორის 294 - ოქროს, 45 კი ვერცხლის მედალოსანია.
კუთვნილი ჯილდო კურსდამთავრებულებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და რესურსცენტრის დირექტორმა გადასცეს.
ცერემონია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
შეგახსენებთ, მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა დამრგვალების გარეშე არის 10, იღებს ოქროს მედალს, ხოლო ვერცხლის მედალი გადაეცემა მოსწავლეს, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 9,8 ან 9,9.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება