

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 თებერვალს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება და უხვი ნალექი, რის გამოც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მობილური სატელეფონო კომპანიების აბონენტებთან მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც გაიგზავნა.
რაც შეეხება კონკრეტულად გორის მუნიციპალიტეტს, ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით მოსალოდნელია 5-დან 7 თებერვლის ჩათვლით. 5 და 6 თებერვალს მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, 8 თებერვალს კი ტემპერატურა 4 გრადუსით მოიმატებს და დღის საათებში +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება