

21 თებერვალს გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით, გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში (ლომჭაბუკის სკვერი) გორელ გიდებთან შეხვედრა გაიმართება.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება.
შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება,
გიდების საერთაშორისო დღე 1985 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება