

გიდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ საექსკურსიო საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მუზეუმებს მადლობის სიგელები გადასცა, მოქმედი გიდები კი სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
„გორის მუნიციპალიტეტში 50-მდე სერტიფიცირებული გიდი საქმიანობს. ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს პროფესიული დღე სააგენტოს ხელმძღვანელებმა მიულოცეს და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გიდების საერთაშორისო დღე 1985 წლიდან მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღინიშნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება