

ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს, გორში თეატრალური კვარტეტის სოლო კონცერტი გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში (მშვიდობის გამზირი №12/ა) ჩატარდება.
კონცერტი 14:00 საათზე დაიწყება.
დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი