გორის ხელოვნების სახლი თანამედროვე ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებას იწყებს.
პირველი სეანსი ხვალ, 1-ელ მარტს გაიმართება და მაყურებელი რეჟისორ გიგიშა აბაშიძის ფილმს - „მეზობლები“ იხილავს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ხელოვნების სახლში პარასკევი კინოს დღეა და ხელოვნების სახლი და მოძრაობა - „ქართული კინო საფრთხეშია“, თანამედროვე ქართული მხატვრული ფილმების ჩვენებას გეგმავენ.
რაც შეეხება ფილმს - „მეზობლები“ თბილისის ერთ-ერთი იტალიური ეზოს ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, რომელსაც ინვესტორების საქმიანი წინადადება თავდაყირა აყენებს. მეზობლები ვერ თანხმდებიან, სურთ თუ არა ძველ ბინებთან გამოთხოვება ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებლის მიღების სანაცვლოდ.
ფილმი 19:00 საათზე დაიწყება, რომლის ხანგრძლივობა 3 საათია.
ფილმის ბოლოს გაიმართება დისკუსიაც.7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს