

დედის დღესთან დაკავშირებით, 3 მარტს, გორში დავით კენჭიაშვილის და ჯგუფ „ექსპერიმენტის“ კონცერტი გაიმართება.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კონცერტი კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, 18:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი