

საფეხბურთო კლუბი გორის „გორი“ ტურნირის - „მშვიდობის თასი 2024“-ის გამარჯვებულია.
2013 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდმა ფინალში „ინტერის აკადემია“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
მოწინააღმდეგის კარში ორი გოლი დაჩი ლაფაჩმა გაიტანა. ერთი კი სოსო ღვინიაშვილის ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ გორელებმა ტურნირი მეორედ მოიგეს. საფეხბურთო კლუბი „გორი“ „მშვიდობის თასი 2023“-ის გამარჯვებულიცაა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი