

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონატზე კარატეში სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი კარატეს სხვადასხვა სახეობაში - კატასა და კუმიტეში ჩატარდა.
რაც შეეხება პრიზიორებს, მარიამ შავშიშვილმა ორივე სახეობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მიხეილ შავშიშვილმა კუმიტეში - ვერცხლი, კატაში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნიკა მაყიშვილი და ნიკა გვიმრაძე კუმიტეში ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
საქართველოს ჩემპიონატი კარატეში გორის სპორტის სასახლეში ჩატარდა.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი