

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ამავე მუზეუმის წამყვანი სპეციალისტის, კლარა (დოდო) კოშუაშვილის წიგნის - „ასეთი მახსოვს ტყვიავი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას წიგნის ავტორის ოჯახის წევრები, ახლობლები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კლარა კოშუაშვილის ღვაწლსა და ბიოგრაფიაზე ისაუბრეს, გაიხსენეს საინტერესო მომენტები ავტორის ცხოვრებიდან.
ნაშრომში მოთხრობილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის ისტორია, XX ს-ის 30-იანი წლების ყოფა, კოშუაშვილების გვარის წარმომადგენლების ცხოვრება-მოღვაწეობა.
წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, დამსწრე ქალბატონებს, გაზაფხულის დღესასწაულების აღსანიშნავად, ადგილობრივი თვითმმართველობისგან ყვავილები გადაეცათ.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება