შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს არ მოხსნან ცხოველებს ყურზე დამაგრებული სპეციალური საჭიდი, რომლითაც უკვე გასტერილებული ძაღლების იდენტიფიკაციაა შესაძლებელი.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მოქალაქეების მხრიდან, აღნიშნული ფაქტები სისტემატიურად ფიქსირდება, რაც ხშირ შემთხვევაში ცხოველისთვის ზიანის მომტანია.
„მოგიწოდებთ, რომ ნუ მოხსნით ცხოველს ყურზე დამაგრებულ სპეციალურ საჭიდს. აღნიშნული საცნობი ნიშანი ცხოველს უკეთდება იმ შემთხვევაში, როდესაც გავლილი აქვს სამედიცინო შემოწმება და ჩატარებული აქვს ცოფის საწინააღმდეგო აცრა. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ, ცხოველი ადამიანებისთვის არის სრულიად უსაფრთხო და ადვილად ხდება მისი იდენტიფიცირება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს