

ადგილობრივი თვითმმართველობა ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გლუტენის დაავადებით (ცელიაკია ICD K90.0), ფენილკეტონურიით, ჰიდროცეფალიით და ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებულ ადამიანებს ფინანსურად დაეხმარება - მოქალაქეების ზემოხსენებული კატეგორია წელიწადში ერთხელ 500 ლარიან შემწეობას მიიღებს.
გორის მერიის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სოციალური დახმარებას მიიღებენ დიალიზზე მყოფი ადამიანებიც. ასეთ პირებზე წელიწადში ერთხელ 500 ლარი გაიცემა.
დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება