

ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს .
შეჯიბრს გორის სპორტის სასახლე მასპინძლობს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ცნობით, დღეს, 20 მარტს, ასპარეზობა ბერძნულ - რომაულ, ხოლო21-22 მარტს თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარდება.
ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
შეჯიბრზე დასწრება თავისუფალია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება