

გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი რომელაშვილმა ესტონეთში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
კრისტიან პალუსალუს მემორიალი ტალინში ჩატარდა. ტურნირი საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედლით (5 - ოქრო, 2 - ვერცხლი, 2- ბრინჯაო) დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ გორელი სპორტსმენი მიმდინარე თვეს თურქეთში გამართული საერთაშორისო ტურნირის ბრინჯაოს მედლის პრიზიორიცაა.
გიორგი რომელაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი