მეთოჯინის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში გამოფენა - „გორელი მეთოჯინეები“ მოეწყო.
ღონისძიება სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, საგამოფენო სივრცეში ფონდებში დაცული და გორელი მეთოჯინეების მიერ შექმნილი თოჯინები იყო წარმოდგენილი.
აქტივობის ფარგლებში, გორის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილებასთან არსებულმა თოჯინების თეატრმა პატარებისთვის სპექტაკლი „წითელქუდა“ გამართა.
ცნობისთვის, მეთოჯინის საერთაშორისო დღე 2003 წლის 21 მარტიდან იღებს სათავეს და იდეა ირანელ მეთოჯინე ჟივიდა ზოლფაღარიჰოს ეკუთვნის.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს