

ადგილობრივი თვითმმართველობა გორში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციას აგრძელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა, იმ ეზოებში კი სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზირებულია, ხორციელდება სისტემის რეაბილიტაციაც.
ამ ეტაპზე შესაბამისი სამუშაოები ჭალის დასახლებაში მიმდინარეოებს.
„მრავალსართულიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას მერია უკვე მეორე წელია 100 %-ით აფინანსებს. პროექტი 2023 წელს დაიწყო და გასულ წელს ოცდაათამდე ეზო მოწესრიგდა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება