

თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი - ნატახტრის მონაკვეთზე ერთმანეთს სამი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა.
ავარიის შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია.
ავტომობილების მძღოლთაგან მხოლოდ ერთი გადაიყვანეს კლინიკაში ამბულატორიულ კვლევაზე.
ავტობანზე მომხდარი ავარიის გამო, საავტომობილო მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდება.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე - მაშველები იმყოფებიან.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება