

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში გორის „დილა“ თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა.
საფეხბურთო მატჩი ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
გორელთაგან პირველი გოლი იბრაჰიმა დრამემ გაიტანა. შეხვედრის მიმდინარეობისას მეორე გოლი კი შოთა შეყილაძის ანგარიშზეა.
რაც შეეხება თბილისის „დინამოს“, მოწინააღმდეგის კარში გოლები ვასილიოს გორდეზიანმა და ვახტანგ სალიამ გაიტანეს.
შეხვედრა დინამო არენაზე ჩატარდა.
ცნობისთვის, მომდევნო მატჩს გორის „დილა“ „სამტრედიის“ წინააღმდეგ გამართავს. თამაში 7 აპრილს 21:00 საათზე დაიწყება. შეხვერდა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება