

გორში, ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, კორპუსის ფასადზე ორ ახალ „სტრიტ არტს“ „Tbilisi MURAL Fest" დახატავს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ნამუშევრებით სტალინის გამზირზე №2/ა - ში კორპუსის ფასადის ნაწილი (500 კვადრატული მეტრი) დაიტვირთება. ინიციატივის მიზანი კი ქუჩის ხელოვნების პოპულარიზაცია, ფასადებისთვის საინტერესო იერსახის მიცემა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ახალი ადგილების შექმნაა.
„კორპუსის სამხრეთ ფასადზე განთავსდება „ქართული სუფრა“ - ნახატზე გამოყენებული იქნება გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ქართული სუფრის ორნამენტები, რაც ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია. ჩრდილოეთ ფასადზე დაგეგმილია გორში დაბადებული ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის პორტრეტის მოხატვა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ცნობისთვის, პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და „გორელ ფიტოგრაფთა კლუბის" თანადაფინანსებით ხორციელდება.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს