

საქართველოს თასის ფინალში გორის „ივერიონი“ „თსუს“ დაუპირისპირდება.
ფინალური შეხვედრა დღეს 10 აპრილს ჩატარდება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და თბილისი არენა უმასპინძლებს.
„ივერიონმა“ ოთხთა ფინალის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა სუპერლიგის ლიდერ „ქუთაისს“ანგარიშით 106:98 მოუგო. ყველაზე შედეგიანად გუნდის ამერიკელმა ლეგიონერებმა კევინ ჰარდრიქტმა და მეთიუ ნორმანმა იასპარეზეს.
საქართველოს თასის წლევანდელ გათამაშებაში გორის გუნდმა „ქუთაისის“ წინააღმდეგ გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრამდე „რაში“ და „დელტა“ დაამარცხა.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება