

კვერნაქის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
დაშავებულები - 14 წლის მოზარდი და 18 წლის ახალგაზრდა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. პასუხისმგებელი ექიმის, ვიტალი სავანელის განცხადებით, პაციენტებს შეაბამისი დახმარება გაეწიათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირკვევა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება