

„საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებებს განაგრძობს.
სოფელ საქაშეთი-სასირეთის ტერიტორიაზე ნატანი მასის და დანალექი გრუნტისგან ზედა რუს სარწყავი სისტემის დაახლოებით 3 კმ სიგრძის მაგისტრალური არხი გაიწმინდა.
სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს და, შედეგად, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების 2000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
როგორც „საქართველოს მელიორაციაში“ აცხადებენ, მოწესრიგებული სარწყავი სისტემით სოფელ ქვემო ნიქოზის, ფხვენისის, შინდისის, ვარიანის მეურნეობის, საქაშეთის, სასირეთის, რუისის და ურბნისის ფართობები ირწყვება.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება