

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებმა პოზიტიური მშობლობის, ადრეული და სკოლამდელი განათლების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების წარმომადგენლები და საბავშვო ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრი მშობლები.
საინფორმაციო შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი მარიამ ჩიბუხაშვილი უძღვებოდა. მან ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლის და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება