

გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ღია ბაზრობას - Flea Market, გამართავს.
ღონისძიების სტუმრები შეძლებენ გორელი ხელოვანების დამზადებული ნივთები, აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმი შეიძინონ.
დაინტერესების შემთხვევაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეის მასტერკლასებში.
გამოფენა-გაყიდვა ლომჭაბუკის სკვერში (26 მაისის სანაპირო) 27 აპრილს 13:00 საათზე მოეწყობა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება