

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკომიტეტო მესამე მოსმენის ფარგლებში, დეპუტატებს მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა ჰქონდათ და კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვა აღარ მიმდინარეობდა.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მოსმენას, ხვალ, 14 მაისს გაიმართება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პარლამენტთან მიმდინარე აქციის ფონზე გაიმართა. აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრებს პარლამენტში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, დეპუტატების შენობაში შესვლა სამართალდამცავების კორიდორით ჩიტაძის ქუჩიდან მოხერხდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება