

ორი - ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულეს გორელმა სპორტსმენებმა რუმინეთში თავისუფალ ჭიდაობაში გამართული საერთაშორისო ტურნირი 17 წლამდელთა შორის.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრის გამარჯვებული გიორგი მაისურაძე (55 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (92 კგ.) გახდა.
გიორგი წურიაშვილი (51 კგ.) კი ვერცხლის მედალს დაესაკუთრა.
სამივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება