

შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ კომპანია Gulf-ის მხარდაჭერით, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ქვემო და ზემო ხვითის საჯარო სკოლებს ჩოგბურთის მაგიდები და სპორტული ინვენტარი გადასცა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, აქტივობის მიზანს ახალგაზრდების სპორტით დაინტერესება წარმოადგენს.
„მორიგი ვიზიტი განვახორციელეთ საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე ორ სოფელში - ქვემო და ზემო ხვითში. სოფელში არსებულ საჯარო სკოლებს კომპანია Gulf-ის მხარდაჭერით, ჩოგბურთის მაგიდები და სპორტული ინვენტარი გადავეცით. ღონისძიების მიზანი სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა“, - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება