გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავენ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, გორში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში შიდა ქართლიდან 5000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, სადაც გორისა და ატენის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი ანდრია ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით პარაკლისს აღავლენს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა და არსებული სანქციები გაიზარდა.
მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები არიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.