

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის სპორტსმენებმა კრივში გამართულ ღია პირველობაზე, ხუთი მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრი ახმეტაში ჩატარდა და უმცროსი ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ტურნირის გამარჯვებული საბა დვალიშვილი (38 კგ.) გახდა.
ვერცხლის მედალს ნიკოლოზ ნასყიდაშვილი (40 კგ.) და გეგა წერეთელი (48 კგ.) დაესაკუთრნენ.
გიორგი კოვზიაშვილმა (40 კგ.) და ვალერი ახალკაცმა (48 კგ.) კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება