

გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წელს 112 დასახლებულ პუნქტში დაიგეგმა და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით 123 პროექტი შეარჩია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები დაწყებულია შემდეგ სოფლებში: დეგეულა, ზარდიანთკარი, კოშკა, ქერე, სკრა, კოშკები, პატარა გორიჯვარი, ქვემო რიეთი, ტირძნისი და წითელუბანი.
„8 სოფელში უკვე დასრულდა და 10 სოფელში კი ისევ გრძელდება გარეგანათების მოწყობის სამუშაოები. პროგრამის ღირებულება, ჯამში, 2 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (1 596 000 ლარი) და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება (595 949 ლარი)“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება