

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველს და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ინფორმირების მიზნით, ახალ აპლიკაციას სთავაზობს.
როგორც ცესკოში აცხადებენ, ერთი აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი მიიღებს ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას არჩევნების შესახებ. კერძოდ, გადაამოწმებს მონაცემებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გაიგებს - როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, გაეცნობა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის და, ასევე, მიიღებს ინფორმაციას საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურის შესახებ.
რაც შეეხება აპლიკაციას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია - Voters Georgia – Cesko გადმოწერა და ინფორმაციის მიღება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება