

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, სასაფლაოს სიახლოვეს, ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის განაპირას ამოთხრილ 4მ. სიღრმის ორმოში ტურა ჩავარდა. სოფლის მაცხოვრებლებმა გარეული ცხოველის ამოყვანა თავად ვერ შეძლეს,112-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და ორმოში ჩავარდნილი ტურა გადაარჩინეს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი