

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ესსეების კონკურსს - „კლიმატის ისტორია“ აცხადებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნამუშევარი კლიმატის ცვლილების შედეგად არსებულ გამოწვევებს და პრობლემის გადაჭრის გზებს უნდა ეხმაურებოდეს.
„კონკურსში წარმოდგენილ ესსეებს შეაფასებს და ორ გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია. რაც შეეხება პრიზებს, I ადგილის მფლობელი - 600, II ადგილის მფლობელი 300 ლარით დასაჩუქრდება. გარდა ამისა, გამარჯვებული ესსეს ავტორები ახალგაზრდულ ფორუმში ჩაერთვებიან“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები ელექტრონულ მისამართზე: info @ eiec . gov . ge უნდა გადააგზავნონ. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 23 სექტემბერი.
მსურველები დამატებითი ინფორმაციის მიღებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეძლებენ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება