

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში პოეტმა გიორგი მირაზანიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მირაზანიშვილმა აუდიტორიასთან, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, პოეზიის მნიშვნელობაზე ისაუბრა, წაიკითხეს ლექსებიც. შეხვედრის დასასრულს დისკუსია მოეწყო.
აქტივობა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის UNAG-ის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება