

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექიც.
უფრო კონკრეტულად - ხვალ, 14 მარტს, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერი + 14 გრადუსამდე გათბება.
15 მარტს ნახევრადღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა + 17 გრადუსს მიაღწევს.
16-დან 20 მარტის ჩათვლით კი, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და დღისით +2, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -2, +1 გრადუსია მოსალოდნელი. აღნიშნული დღეების განმავლობაში, ტემპერატურის კლების პარალელურად, მოსალოდნელია ნალექიც თოვლჭყაპის სახით.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 21 მარტიდან გამოიამინდებს.
,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს