

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია.
სპორტსმენმა პირველი შეხვედრა უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკის წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებელი უპირატესობით 11:0 დაამარცხა.
მეოთხედფინალში პეტრიაშვილის მეტოქე პოლონელი რობერტ ბარანი იქნება.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის (ტოკიო, 2020 წ.) და ბრინჯაოს (რიო, 2016 წ.) მედლებს ფლობს.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი