

მსოფლიოს ჩემპიონატზე მკლავჭიდში, გორელმა სპორტსმენებმა ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 15 წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი თორნიკე ჩიბირაშვილი გახდა.
გურამ მეზვრიშვილი კი 23 წლამდელებს შორის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორია.
ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია, მათი მწვრთნელები თენგო ედილაშვილი და ბიძინა ნარიაშვილი არიან.
მსოფლიოს ჩემპიონატი მკლავჭიდში მოლდოვაში მიმდინარეობს.დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება