

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით კი საბავშვო სივრცე, ბილიკები (ბეტონის დეკორატიული ფილებით), კაუჩუკის მოედანი, მოაჯირები, ატრაქციონები, ღობე, საპარკე ავეჯი, გამწვანება, სარწყავი სისტემა და განათება მოეწყობა.
„პროგრამის მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება