

სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა 16 სექტემბრიდან ამოქმედდება.
„გორის მაცნეს ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის მიზანი საქართველოში მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის და სამეწარმეო პოტენციალის ზრდაა.
„თუ ხარ მეწარმე 500 000 ლარამდე შემოსავლით და აკმაყოფილებ არსებულ კრიტერიუმებს, მოდი სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრებში, გაიარე დიაგნოსტიკა და მიიღე:
საკონსულტაციო სერვისები 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით; სესხის პროცენტის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება და სესხის ძირი თანხის 80 %-იანი უზრუნველყოფა
პრიორიტეტი ენიჭებათ ქალ და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მეწარმეებს“, - აცხადებენ პროგრამის კოორდინატორები.
პროექტში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: enterprisegeorgia. gov. ge.
დამატებითი კითხვების შემთხევაში, პასუხის მიღება, ასევე შესაძლებელია ნომერზე: 1525
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება