

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს.
გზის 198 მეტრიან მონაკვეთზე პროექტის მიხედვით ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა და, საჭიროების მიხედვით, სანიაღვრეზე ლითონის ცხაურები, მიერთებები, ასევე, განთავსდება საგზაო ნიშნები.
„პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 154000 ლარია.
გზის მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება