

გორის რაგბის კლუბი „გორი“ ხვალ, 21 სექტემბერს, პატარძეულის „ვეფხვებს“ დაუპირისპირდება.
თამაში 16:00 საათზე დაიწყება და გორის რაგბის სტადიონზე ჩატარდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მატჩის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ოქროს მედალს წარუდგენს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება