

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გორის „დილა“ „გაგრას“ დაუპირისპირდა.
საფეხბურთო მატჩი გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა.
მოწინააღმდეგის კარში ორ-ორი გოლი ირაკლი ბუღრიძემ და ტაირელ ვაუტერმა გაიტანეს. ერთი კი შოთა შეყილაძის ანგარიშზეა.
ამჟამად, „დილა“ სატურნირო ცხრილში 55 ქულით მეორე პოზიციაზეა.
რაც შეეხება მომდევნო თამაშს გორის გუნდი 20 ოქტომბერს სამგურალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება