

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გრძელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ამ დროისთვის შესაბამისი სამუშაოები მეჯვრისხევში მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა: კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბილიკები (დეკორატიული ფილებით), დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, ტრენაჟორები, გაკეთდება მოაჯირი, განთავსდება საპარკე ავეჯი და გამწვანდება ტერიტორია. დამონტაჟდება, ასევე, გარეგანათება.
„პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანი მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილებაა“, - აცხადებენ მერიაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება