

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და საპატრიარქოს მიერ შემუშავებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამის - „ქართული თვითმყოფადობა“ ფარგლებში, გორის უნივერსიტეტში საჯარო ლექციები გაიმართა.
ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოისმინეს ლექცია თემებზე: „წმინდა ნინოს ცხოვრება - ყველაზე ძველი ქართული ტექსტი“ და „ქართული ჰაგიოგრაფია“.
ლექციას ფილოლოგიის დოქტორები - ქეთევან გვაზავა და ქეთევან მამასახლისი უძღვებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.